დღეს სოციალური მედია საქართველოში იმდენად აქტუალურია, რომ ტრადიციულ მედიას ხშირად უსწრებს კიდეც. საქართველოში, სოციალური მედია, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ახალია და განვითარების ეტაპზე დგას, რადგან ჯერ ისევ ინტერნეტის გავრცელების/დაფარვის პრობლემაა ქვეყანაში. მსოფლიოში კი ეს საშუალება უკვე იმდენადაა განვითარებული, რომ 30 მაისს “სოციალური მედიის დღე” აღინიშნება. საქართველო ამ “დღესასწაულს” 2010 წლიდან შეუერთდა. სოციალური მედიის დღე Mashable.com-ის ინიციატივით ეწყობა მთელს მსოფლიოში. ამ ვებ-გვერდის მონაცემებით, 2010 წლის 30 მაისს, სოციალური მედიის დღე 92 ქვეყანაში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა აღნიშნა. . ასევე თურმე ჩატარებულია გამოკითხვები, რომლის მიხედვით განსაზღვრულია ,ამა თუ იმ წელს, ადამიანთა დაინტერესება სოციალური ქსელების მიმართ წლების მიხედვით, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.
მოგვიანებით, კი ჩნდება უკვე სხვა სოციალური ქსელებიც. facebook.com odnoklassniki.ru...
2010 წელს უმაღლესი აქტიური მომხმარებლების მაჩვენებელმა 500 000-ს მიაღწია.
ანუ
ეს
იმას
ნიშნავს,
რომ
დაფიქსირდა
500 000 ადამიანი,
რომელიც
ერთდროულად
იყო
შესული
საიტზე.
ეს
მეტყველებს
იმაზე,
რომ
მთელი
მსოფლიოა
ჩართული
ამ
პროცესში.
მათ
შორის
საქართველოშიც
ბევრ
ადამიანს
აქვს
facebook და
odnoklassniki, 2009 წელი დასასრული 2010 წლის დასაწყისი იყო odnoklassniki-ს ბუმი მაგრამ
მოგვიანებით საქართველოში
ყველაზე
პოპულარული
სოციალურ
ქსელად
იქცა
facebook-ი.
როგორც აღმოვაჩინე, ჩატრებულია კვლევაც მარკეტინგული კომპანია Nielsen-ის მიერ სოციალურ ქსელ
Facebook–ზე
(2010, სექტემბერი). ამ კვლევის მიხედვით, თვეში მომხმარებლის მიერ ინტერნეტში დახარჯული დროის 22
% “სოციალურია”.
Facebook-ის მომხმარებლები, თვიურად ჯამში დაახლოებით
110 მილიარდ წუთს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე.
Nielsen-ის კვლევის მიხედვით, სოციალურ ქსელებისა და ბლოგების მონახულება გასულ წელთან შედარებით 20
% -ით გაიზარდა. რამაც გლობალური ქსელის მომხმარებელთა სამი მეოთხედი შეადგინა.
რაც შეეხება ბლოგებს, უნდა აღინიშნოს ,რომ ამჟამად,ისიც აქტუალურია,მაგრამ ,ჩემი აზრით, იმდენად არა როგორც facebook.com.
ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.
ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting).
ბიბლიოგრაფია :
წყარო : წიგნი, საბაკალავრო ნაშრომი
ავტორი : მარინე ახსიაშვილი
სათაური :სოციალური მედია , როგორც ინფორმაციის გავრცელების საშუალება
ლინკები : http://it.scribd.com/doc/34434051/სოციალური-მედია-მარი
http://ka.wikipedia.org/wiki/ბლოგი
http://ka.wikipedia.org/wiki/ბლოგი
No comments:
Post a Comment