ინტერნეტის გამოჩენამ კიდევ უფრო პოპულარული გახადა კომპიუტერი,რადგან ყველას მოგვეხსენება, მისი გამოყენებით
უკვე შესაძლებელია სხვადასხვა , ყოველდღიური თუნდაც "პრობლემების" მოგვარება. მას ასევე უკვე აქტიურად იყენებს ყველა დაწესებულება,რადგან ინტერნეტის უპირატესობა ,ჩემი აზრით, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი დახმარებით ყოველდღიურ საქმიანობა უფრო ეფექტური ხდება. ამასთანავე, ეს ყველაფერი მოკლე დროში ხორციელდება.
სწორედ ამ მხრივ, 60-70-იანი წლები
იღბლიანი
გამოდგა.
1969 წელს
"დაიბადა"
პირველი
გლობალური
კომპიუტერული
ქსელი
- სწორედ
ის
ქსელი,
რასაც
დღეს
"Internet-ს" ვუწოდებთ. ასევე, სწორედ 1969 წელს ერთდროულად გამოჩნდნენ ოპერატიული სისტემა
Unik და დაპროგრამების ენა "C", რომლებმაც უდიდესი
გავლენა
მოახდინეს
პროგრამულ
სამყაროზე
და
დღესაც
ინარჩუნებენ
ამ
მდგომარეობას.
ინტერნეტს უკვე 1.73 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს...
ინტერნეტი წარმოადგენს კომპიუტერების ერთმანეთთან დამაკავშირებელ ქსელს. ინტერნეტი ფაქტობრივად ერთი დიდი ქსელია, რომელშიც გაერთიანებულია შედარებით მცირე სხვადასხვა სახის ქსელები – როგორიცაა პრივატული და საზოგადო, აკადემიური, ბიზნეს და სამთავრობო ქსელები. ინტერნეტს არ გააჩნია ერთიანი ხელმძღვანელობა და ინტერნეტ ტექნოლოგიების ტექნიკური სტანდარტები ყველასთვის გახსნილია.
ამასთანავე ჩემი კვლევის დროს აღმოვაჩინე ,რომ ინტერნეტის შექმნასთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრიც არსებობს. მათი აზრით, ინტერნეტის შექმნის ერთიანი თარიღი არ არსებობს, ამის მიზეზი კი სხვადასხვა ადამიანები ათვლის წერტილად სხვადასხვა მოვლენის დასახელებაა.
მაგრამ ფართო გავრცელებული აზრი ინტერნეტის შექმნასთან დაკავშირებით მაინც 1969 წელს უკავშირდება. აღიარებულია, რომ 1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ის ჩართულ ორ კომპონენტს შორის პირველი კავშირი შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში (UCLA), მეორე კი სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში (SRI) მდებარეობდა. ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა დაკავშირებოდა სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის კომპიუტერს და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის პროცესს სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში ბილ დუვალი (Bill Duvall) აკვირდებოდა. ამ ისტორიული ექსპერიმენტის შედეგებს იგი კოლეგას ტელეფონის საშუალებით ამცნობდა. პირველი სეანსის მიმდინარეობისას მოხერხდა მხოლოდ სამი სიმბოლოს გადაგზავნა – LOG, რის შემდეგაც ქსელმა შეწყვიტა ფუნქციონირება. LOG სიტყვა LOGON უნდა ყოფილიყო (ანუ სისტემაში შესვლის ბრძანება). სისტემის სამუშაო რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მოხერხდა და შემდეგი ცდა წარმატებით დასრულდა. ზუსტად ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადების დღედ.
შემდეგ ARPANET-ში სულ უფრო და უფრო მეტი ამერიკული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება ერთიანდებოდა. 1973 წელს ტრანსატლანტიკური კაბელის საშუალებით ქსელში ჩაერთო პირველი უცხოური ორგანიზაციები (დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან). ამგვარად ქსელი საერთაშორისო გახდა. სამოცდაათიან წლებში ქსელი ძირითადად გამოიყენებოდა ელექტრონული გზავნილების (email-ების) მიღებისა და გაგზავნისთვის. მაშინვე გაჩნდა პირველი Electronic mailing list, News Groups, Bulletin Board System (BBS).
მაგრამ ამ დროს არსებული ქსელი ჯერ კიდევ თავისუფლად ვერ ურთიერთქმედებდა სხვა ქსელებთან, რომლებიც განსხვავებული პრინციპებით იყო აგებული. ამგვარად 1982-83 წლებში შეიქმნა ერთიანი სტანდარტი. რომელსაც TCP/IP ჰქვია. ეს სტანდარტი დღესაც გამოიყენება სხვადასხვა ქსელების გასაერთიანებლად. TCP/IP-პროტოკოლი გულისხმობს, რომ ქსელში ჩართულ ნებისმიერ მოწყობილობას (კომპიუტერს) ენიჭება ნომერი ანუ IP-მისამართი და ვინაიდან ყველა კომპიუტერს, რომელიც დღეს ინტერნეტშია ჩართული თავისი უნიკალური ნომერი აქვს, მათ შიორის კომუნიკაციაც მოწესრიგებულია.
1983 წელს ტერმინი ინტერნეტი გახდა ერთიანი ქსელის სახელი. ქსელისა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ARPANET-ი წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ARPANET-ი ინტერნეტად გარდაისახა.
1989 წელს, ევროპაში ცერნის ლაბორატორიაში (ფრ. Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, CERN), იქ, სადაც დღეს მსოფლიოს წამყვანი ფიზიკოსები ანდრონულ კოლაიდერში თავიანთ ექსპერიმენტებს ატარებენ, დაიბადა ვების (World Wide Web (WWW)) კონცეფცია. ეს კონცეფცია ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნეს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners-Lee)წარმოადგინა. მისი იდეა ერთი შეხედვით მარტივი და დღევანდელი მომხმარებლისთვის სავსებით ბუნებრივი იყო – იმის ნაცვლად, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს ერთმანეთისთვის ინფორმაცია გაეგზავნათ, საშუალება უნდა ჰქონოდათ, რათა ინტერნეტში გვერდები შეექმნათ, რომელთა საშუალებითაც ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება იქნებოდა შესაძლებელი. ასე გაჩნდა ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი ვებგვერდების კონცეფცია. უფრო მეტიც, ეს გვერდები ერთმანეთთან ლინკებით ინდა ყოფილიყო დაკავშირებული, რათა ადამიანს ერთი გვერდიდან მეორეზე
გადასვლის საშუალება ჰქონოდა.
ვიდეო გაკვეთილები
ისიც უნდა აღინიშნოს ,რომ ინტერნეტის გამოჩენამ შესაძლებელი გახადა ბევრი მნიშვნელოვანი საიტის შექმნა , როგორებიცაა: youtube.com , google.com , gmail.com და ბევრი კიდე სხვა.,რომელთა გამოყენებითაც ვფიქრობ , გვიადვილდება თუნდაც მარტივი გზებით მოვიპოვოთ ესა თუ ის ინფორმაცია და ა.შ. მაგალითად : youtube.com -ის დახმარებით შესაძლებელია ინტერნეტშივე გაეცნო ვიდეო გაკვეთილებს,თუნდაც ეს შესაძლებელია იყოს კომპიუტერის შესახებ, რომელსაც მე,პირადად, ხშირად მივმართავ.. ასევე ინტერნეტის სახელთანაა დაკავშირებული სოციალური ქსელების, ბლოგების, , რომლებზეც შემდეგ პოსტში ვისაუბრებ...
ბიბლიოგრაფია :
წყარო : ინტერნეტი
სათაური : საიდან გაჩნდა ინტერნეტი?
ავტორი : სანდრო ასათიანი
პოსტის შექმნის თარიღი :Tuesday, 12 October 2010 14:08
ლინკი : http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=728:2010-10-12-10-11-10&catid=9:0109metsniereba&Itemid=8
No comments:
Post a Comment