როგორც აღვნიშნე, კომპიუტერი არის პროგრამის მიხედვით ამტომატურად მართვადი სწრაფმომქმედი .ელექტრონული მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და გადაცემა.
ბოლო წლებში კომპიუტერის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. მის რიცხობრივ ზრდასთან ერთად, არანაკლებ სწრაფად მიმდინარეობდა მათი სრულყოფის პროცესიც.
ელემენტური ბაზის, ტექნიკური მახასიათებლების და ინფორმაციის დამუშავების მიხედვით მიღებულია კომპიუტერის დაყოფა თაობებად:
I თაობა (1950-1957) - ამ თაობის მანქანები აგებული იყო ლამპებზე და ელექტრონულ-სხივურ მილაკებზე. ისინი არსებობდნენ 1957 წლამდე. ამ თაობების ეგმ-ზე წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ პირველი კომპიუტერი "ენიაკი" იწონიდა 27ტ-ს, შედგებოდა 18000 ლამპისგან, იკავებდა 200 მ2 ფართობს და მას ემსახურებოდა პროგრამისტთა და ინჟინერთა მთელი არმია. ამ თაობის მანქანებს მეხსიერება მაგნიტურ დოლებზე ჰქონდათ. მათი მუშაობის სიჩქარე თანამედროვე კომპიუტერთან შედარებით ძალზე მცირე იყო. წამში მხოლოდ 10-15 ათასი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება შეეძლო. ეს მანქანები ძირითადად ექსპერიმენტული მოწყობილობები იყვნენ და მათ აგებდნენ სხვადასხვა თეორიული მოსაზრებების შესამოწმებლად.
როგორც ავღნიშნე, პირველი კომპიუტერი " ენიაკი" იყო. "ენიაკის" პარალელურად კი დიდ ბრიტანეთში საიდუმლოდ იქმნებოდა კიდევ სხვა სახის კომპიუტერიც "IBM".მას შეეძლო კოდების გაშიფრა, რის გამოც საჭირო იყო მისი გასაიდუმლოება. მას იყენებდნენ გერმანიაში პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს. კოდების გახსნის მათემატიკური მეთოდი შექმნილი იყო მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდა ალან ტიურინგი (Alan Turing).ასევე , 1943 წელს ლონდონში გამოიგონეს მანქანა Colossus,, რომელსაც ჰქონდა 1500 ელექტრონული ლამპა. ამ მანქანის ავტორნი და შემქმნელნი არიან - მ. ნიუმენი და ფ. ფლაუერი.
1937 წელს კი მათემატიკოსმა ჰოვარდ ეიკენმა (Howard Aiken) წარმოადგინა დიდი გამომთვლელი მანქანის შექმნის პროექტი. იგი დაასპონსორა ფირმა IBM-ის პრეზიდენტმა ტომას ვატსონმა (Tomas Watson), რომელმაც ამ საქმეში ჩადო 500 000 დოლარი. Mark-1-ის დაპროექტება დაიწყო 1939 წელს და გამოვიდა როგორც IBM-ის პროდუქცია.
ასევე ძალზე ნაყოფიერი იყო 1955 წელი. ფირმა Ferrant-იმ გამოუშვა კომპიუტერი Pegasus, რომელშიც გამოყენება ჰპოვა საერთო დანიშნულების რეგისტრების კონცეფციამ. აღნიშნული კომპიუტერისათვის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის ოფიცერმა, (შემდგომში ადმირალმა) პროგრამისტმა გრეის ხოპერმა შექმნა პირველი კომპილატორი - პროგრამა, რომელიც ადამიანისთვის გასაგებ სიმბოლურ ენაზე დაწერილ პროგრამას თარგმნიდა მანქანურ ენაზე. კომპილატორი საგრძნობლად აადვილებდა პროგრამირების პროცესს.
პირველი თაობის კომპიუტერებია: "ენიაკი", СТРЕЛА, УРАЛ-2, M-20 და სხვა. ეს კომპიუტერები დიდი მოცულობისა და ნაკლებად საიმედონი იყვნენ, საჭიროებდნენ აგრეთვე ბევრ ელექტროენერგიას.
II თაობა (1958-1963) - ელექტრონული ტექნიკის განვითარებამ, კერძოდ, ტრანზისტორული (ნახევარგამტარული) ელემენტების გამოჩენამ განაპირობა II თაობის კომპიუტერის შექმნა. ლამპა შეიცვალა უფრო საიმედო და უფრო სწრაფი ტრანზისტორით. ამ მანქანებს მახსოვრობა ჰქონდათ მაგნიტურ გულანებზე. ისინი წარმოადგენდნენ პატარა რგოლებს, რომლებსაც შეეძლოთ დაემახსოვრებინათ ორმაგი ინფორმაცია. ტრანზისტორული კომპიუტერი მის წინამორბედისგან განსხვავებით გამოირჩეოდა მაღალი სწრაფქმედებით. გაიზარდა მისი მუშაობის საიმედობა, გამოყენების სფერო, შემცირდა მისი გაბარიტები და მოხმარებული ენერგია. მას იყენებდნენ სხვადასხვა სტატისტიკური და ეკონომიური ამოცანების ამოსახსნელად. დიდია მისი წვლილი სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტაშიც.
ამ წლების მნიშვნელოვანი მონაპოვარი განეკუთვნება პროგრამის სფეროს. II თაობის კომპიუტერებში პირველად გაჩნდა ის, რასაც დღეს ვეძახით ოპერაციულ სისტემას. ასევე, ამ წლებში შეიქმნა დაპროგრამების ენები: ფორტრანი, კობოლი, ალგოლი.
ამ თაობის კომპიურეტებია: M-220, БЕСМ-4, УРАЛ-14, МИНСК-2, МИНСК-4 და სხვა.
III თაობა (1963-1974) - 1964 წელს ფირმა IBM-მა წარადგინა ექვსმოდულიანი მოწყობლობა IBM, რომელიც იყო პირველი კომპიუტერი მესამე თაობაში. ეს მანქანები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ოპერატიული სისტემით და ჰქონდათ ბრძანების ერთიანი სისტემა.
1957 წელს რობერტ ნოისმა (შემდგომში Intel-ის დამაარსებელი) გამოიგონა სრულყოფილი მეთოდი, რომლის საშუალებით ერთ ფირფიტაზე თავსდებოდა რამდენიმე ათეული ტანზისტორი და მათი შემაერთებელი ყველა საშუალება. მიღებულ ელექტრულ სქემას უწოდეს ინტეგრალური სქემა ანუ ჩიპი. 1968 წელს გამოვიდა პირველი კომპიუტერი ინტეგრალუტი სქემით. ხოლო 1970 წელს Intel ფირმამ დაიწყო ინტეგრალუტი სქემის გაყიდვა.
ამავე წელას Intel ფირმამ ააგო დიდი ეგმ-ის ცენტრალური პროცესორის ანალოგიური ინტეგრალური სქემა. ასე გაჩნდა პირველი მიკროპროცესორი lntel-4004.
ინტეგრალური სქემების გამოყენებამ გამოიწვია ამ თაობის კომპიუტერის სწრაფმოქმედების საგრძნობი ამაღლება (80-100 ათასი არითმეტიკული ოპერაცია წამში). აგრეთვე შეიქმნა დისკური ტიპის მეხსიერება და ინფორმაციის შემტან-გამომტანი მოწყობილობა - დისფლეი. დისფლეი შედგება ეკრანისა და კლავიატურისადან. დისკური ანუ გარე მეხსიერება განკუთვნილია იმ ინფორმაციის დასამახსოვრებლად, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება მრავალჯერ გამოიყენოს.
კომპიუტერის განვითარების პროცესს თან სდევდა მანქანის პროგრამული უზრუნველყოფის, საექსპლუატაციო შესაძლებლობათა და მრავალი სხვა მაჩვენებლის მკვეთრი გაუმჯობესება.
მოიპოვა რა ლიდერობა, სწორედ ამ წლებში დაიწყო IBM ფირმამ IBM ტიპის კომპიუტერების გამოშვება, დაწყებული, პატარა კომპიუტერებიდან, დამთავრებული ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული კომპიუტერით.
ამ თაობის კომპიუტერებს მიეკუთვნება: EC-1022, EC-1035, CM-2, CM-4, EC-1055 და სხვა.
IV თაობა (1975-1985) - სამწუხაროდ, 1975 წლიდან კომპიუტერის თაობების ცვლის სწორხაზოვნება ირღვევა... ითვლება, რომ 1975-85 წლების პერიოდში გამოსული კომპიუტერები ეკუთვნის IV თაობას, მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც: ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ამ წლების მიღწევები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ამ პერიოდში გამოშვებული კომპიუტერები ახალ თაობას მივაკუთნოთ. ამ მოსაზრების მიმდევრები მესამე თაობას "III + ნახევარ"-ის თაობის კომპიუტერებს უწოდებენ და მხოლოდ 1985 წლიდან დღემდე გამოსულ კომპიუტერებს თვლიან IV თაობის მანქანებად.
რაც მთავარია, სწორედ 80-იანი წლების დასაწყისიდან, პერსონალური კომპიუტერების გამოჩენის წყალობით, კომპიუტერული ტექნიკა მართლაც გახდა ხელმისაწვდომი საზოგამოებისთვის.
V თაობის კომპიუტერი - განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ე.წ. V თაობის კომპიუტერები; ამ თაობის კომპიუტერების აგების პროგრამა შეიქმნა იაპონიაში 1982 წელს. პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული იყო, რომ 1991 წელს გამოვიდოდა სრულიად ახალი ტიპის კუმპიუტერები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებოდნენ ხელოვნური ინტელექტის ამოცანების ამოხსნაზე. ამ მანქანების ენა იქნებოდა პროლოგი და მათი ძირითადი ამოცანა კი არა ინფორმაციის, არამედ ცოდნის შენახვა და დამუშავება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მანქანებისთვის პროგრამებს კი არ დაწერდნენ, არამედ, "ბუნებრივ ენაზე" აუხსნიდნენ, თუ რას ითხოვდნენ მისგან და ეს მანქანაც ყველაფერს გააკეთებდა.
ასევე აღსანიშნავია პერსონალური კომპიუტერიც, რომელმაც დიდი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურობაში. იგი მისი წინამორბედისგან გამოირჩევა ბევრი უპირატესობით,როგორიცაა სიმარტივე, საიმედობა, დაბალი ფასი და სხვა. სწორედ ამ უპირატესობების გამო, გამოთვლითი ტექნიკა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში შეიჭრა, რამაც, თავის მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტემპების არნახული ზრდა გამოიწვია.
პირველი პერსონალური მიკროკომპიუტერი, სახელწოდებით "Altair", შეიქმნა 1974 წელს. ამ კომპიუტერის მწარმოებელი კომპანია MITS დააარსა ედ რობერტსმა. ფაქტიურად, "Altair" წარმოადგენდა მიკროკომპიუტერის ასაწყობ კომპლექტს და ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე პერსონალური კომპიუტერებისგან. მას არ ჰქონდა კლავიატურა და მონიტორი. მონაცემების შეყვანა ხორციელდებოდა წინა პანელზე მოთავსებული გადამრთველების საშუალებით. ამ კომპიუტერისთვის პროგრამების ინტერპრეტატორი ბეისიკი კი შექმნა კორპორაცია Microsoft-ის დამაარსებელმა - ბილ გეიტსმა.
1977 წლისათვის გამოვიდა სხვადასხვა ფორმის კიდევ რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი: Tandy, Commodore, Apple II. განსაკუთრებით საყურადღებოა კომპიუტერი Apple, რომლის პირველი მოდელი ორმა ახალგაზრდა მეგობარმა სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნეაკმა შექმნეს. 1976 წელს მათ დააარსეს კომპანია Apple Computer, რომლის სამუშაო ოფისად გამოიყენეს ჯობსის მშობლების ბინის ერთ-ერთი საძინებელი ოთახი. 1977 წელს მათ მიერ შექმნილი კომპუტერის შემდგომი მოდელი Apple II გამოირჩეოდა კარგი დიზაინითა და საიმედოობით. ეს იყო მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი, ფერადი გრაფიკით. ამ მოდელს დიდი წარმატება ხვდაწილად. უკვე 1980 წელს Apple Computer-ის შემოსავალი შეადგენდა 117 მლნ. დოლარს.
1979 წელს გამოვიდა Apple II-ის მოდიფიცირებული მოდელი Apple II plus. ის წარმოადგენდა უკვე საკმაოდ დახვეწილ პერსონალურ კომპიუტერს, რომელთანაც სპეციალური პლატების მეშვეობით შეიძლებოდა სხვადასხვა მოწყობილობების (საბეჭდი, დისკური მოწყობილობის, ფერადი ტელევიზორის) მიერთება. Apple II plus-თვის შექმნილმა "ელექტრონული ცხრილების" პირველმა პროგრამამ სახელწოდებით VisiCalc გადააქცია ეს კომპიუტერი სერიოზულ ინსტრუმენტად (მცირე ფირმების ბუღალტერიის წარმოებისათვის).
ნელ-ნელა ახალი და გაუმჯობესებული პროცესორების შექმნამ და შემდეგ გამოყენებამ გაზარდა კომპიუტერის შესაძლებლობები, რადგან ის მუშაობდა 1 მბტ. მეხსიერებასთან, ხოლო ყველა სხვა კომპიუტერი იყო 64 კბტ. შეზღუდული მეხსიერებით. ამ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულ იქნა ფირმა Microsoft-ის მიერ. 1981 წლის აგვისტოში გამოვიდა ახალი კომპიუტერი IBM PC და ძალიან მალე დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ერთი-ორი წლის შემდეგ IBM PC კომპიუტერმა წამყვანი ადგილი დაიკავა კომპიუტერული ტექნიკის ბაზაზე და პერსონალური კომპიუტერის სტანდარტად იქცა. დღეს ასეთი კომპიუტერები (IBM PC-თან თავსებადი) შეადგენენ მსოფლიოში წარმოებული კომპიუტერების 90%-ს.
1983 წლს გამოვიდა IBM PC XT კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა მყარი დისკი "ვინჩესტერი"და 1985 წელს კი გამოვიდა IBM PC AT ახალი Intel-80286 პროცესორის ბაზაზე. იგი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობდა, ვიდრე მისი წინამორბედი. მალე სხვა ფირმებმაც დაიწყეს IBM PC- თან თავსებადი კომპიუტერების წარმოება, რომლებსაც უფრო იაფად ყიდნენ. ზოგიერთმა ფირმამ უფრო სწრაფად "აითვისა" ტექნიკური მიღწევები, ვიდრე IBM-მა. ახალი კომპიუტერი Intel-80386-მა, პროცესორით გამოუშვა უკვე არა IBM-მა არამედ ერთ-ერთმა სხვა ძლიერმა კომპანიამ. ასე, რომ IBMMფირმამ დაკარგა ლიდერის როლი და გახდა ერთ-ერთი სხვა ფირმებს შორის.
ამრიგად, დასახელება " IBM PC" სულაც არ ნიშნავს, რომ კომპიუტერი ამ ფირმის მიერ არის დამზადებული. დღეს ამ ტიპის კომპიუტერების უმეტესობა იწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც მათი წარმოება უფრო იაფია.
IBM PC ტიპის კომპიუტერების განვითარება ხდება სხვადასხვა ფირმის მეშვეობით, თუმცა IBM-ის ფირმა მაინც რჩება ყველაზე დიდ მწარმოებელ ფირმად. კომპიუტერები Intel-80386X, 80486, Pentium პროცესორებით Super-VGA 800x600 და 1024x768 მინიტორებით დაამზადა არა IBM-მა, არამედ სხვა ფირმებმა. IBM PC ტიპის კომპიუტერების განვითარებაზე დღეს ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მიკროპროცესორების - "კომპიუტერის ტვინის" მწარმოებელი Intel ფირმა და ფირმა Microsoft, რომელმაც გამოუშვა ოპერაციული სისტემა MS DOS, გრაფიკული გარსი Windows და სხვა მრავალი პროგრამა IBM PC ტიპის კომპიუტერებისთვის.
ბიბლიოგრაფია :
წყარო: ინტერნეტი
სათაური: კომპიუტერის განვითარების თაობები
ავტორი: თამარ შერვაშიძე
ლინკი: http://www.gzashemecnebisaken.narod.ru/kompiuteris_ganvitarebis_istoria.htm
No comments:
Post a Comment