Wednesday, June 6, 2012

კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეები

           კომპიუტერს ამ ყველაფერთან ერთად აქვს როგორც დადებითი,ისევე უარყოფითი მხარეები... დადებითია : იგებ ბევრ, ახალ ინფორმაციას სწრაფად,აწარმოებ საქმიან მოლაპარაკებებს, ეკონტაქტები მეგობრებს,რომელთანაც არ გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. სოციალური ქსელების დახმარებით აკეთებ ე.წ. სარეკლამო გვერდებს და შენ პროდუქციას ეთებ რეკლამას, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აქვს უარყოფითი მხარეებიც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აქვეითებს მხედველობას და ამასთანავე მისი ხშირი მოხმარებისას რეალობას წყდები და კომპიუტერზე მიჯაჭვული ხდები. ამას ბევრი სპეციალისტიც აღნიშნავს.. მაგალითად:ერთ-ერთი ოფთალმოლოგი ნანა ქებაძის  დაკვირვებით კომპიუტერიზაციის პირველსავე წლებში აშკარა გახდა, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ადამიანებს აღენიშნებათ მხედველობის სიტემის გადაღლილობა. ამ ფაქტორს, მოგვიანებით პირობითად ”მხედველობითი კომპიუტერული სინდრომი” ეწოდა. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვაგვარია. საქმე იმაშია, რომ დისპლეის გამოსახულება მკვეთრად განსხვავდება თვალისთვის ჩვეული აღქმის ობიექტებისგან - ის ანათებს, შედგება დისკრეტული წერტილებისგან რომლებიც გარკვეული სიხშირით ქრება და ინთება. გარდა ამისა არც ფერადი კომპიუტერული გამოსახულება შეესაბამება ბუნებრივ ფერებს.
 მაგრამ მხოლოდ ეს არ იწვევს მხედველობის სისტემის გადაღლას. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალს განტვირთვის საშუალება არ აქვს. ამის გამო თავისთავად იძაბება მხედველობა და იკლებს მისი ქმედითუნარიანობა. თვალი ყველაზე დიდ დატვირთვას იღებს მაშინ, როცა ადამიანს კომპიუტერში ინფორმაცია შეჰყავს. ასეთ შემთხვევაში პიროვნება იძულებულია ხშირად გადაიტანოს მზერა ეკრანიდან ტექსტზე, ტექსტიდან - კლავიატურაზე, რომლებიც სხვადასხვა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული და თავისთავად სხვადასხვა განათების ქვეშ იმყოფება. ქ-ნი ნანა კომპიუტერთან მომუშავეებს ურჩევს პერიოდულად მოშორდნენ მონიტორს, მზერა სხვა რამეზე გადაიტანონ, თვალი დაასვენონ და მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ მუშაობ.  მეც ვეთანხმები მის ამ მოსაზრებას,რაგდან ამ პრობლემის მქონე ბევრი პიროვნება მინახავს.



ასევე საზოგადოებაში არის გავრცელებული აზრი facebook.com -თან დაკავშირებული, რომ ზოგჯერ მას იყენებენ სხვადასხვა კვლევისთვის , რომელიც მათ ეხმარებათ საზოგადოებაში არსებული აზრის , მოსაზრებების დასადგენად. შედეგად ვღებულობთ სტატისტიკურ მონაცემებს , მაგალითად, ზოგჯერ facebook.com ის საშუალებით ვრცელდება პოლიტიკური ინფორმაციები და ტარდება გამოკითხვები, რომლის მაგალითსსაც შეგიძლიათ გაეცნოთ, სადაც 150 კაცია გამოკითხული და დიაგრამაზე ასახულია მათი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით.  ამ აზრს მეც ვეთანხმები,რადგან მსგავსი პოსტები ხშირად მინახავს სოციალურ ქსელებში,  ამას ზოგი კრიტიკილად უყურებს ,მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ ქსელებს საზოგადოებოს დიდი ნაწილი მოიხმარს ,მათი საერთო აზრის გაგება ამ გზით უფრო მარტივი და ხელსაყრელია. 


5 comments:

  1. დიაგრამების ფოტოებს არ ხსნის

    ReplyDelete
  2. მე თემას ვწერდი და ძაან გამომადგა

    ReplyDelete
  3. 2012shia dawerili da 2023shi gamomadga imena

    ReplyDelete